გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ცალკე სესხის მეშვეობით უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაცემის საკითხზე კონსენსუსის მიღწევა საჭიროა, რადგან „წინააღმდეგ შემთხვევაში, ფული არ იქნება“. ამის შესახებ მან X (Twitter) დაწერა.
როგორც შოლცმა აღნიშნა, ის უკრაინისთვის დამატებითი თანხების გამოყოფას მხარს უჭერს, როგორც ეს ნოემბერში იყო შეთავაზებული.
„გადაწყვეტილების მიღება მაინც შეგვიძლია, თუ ყველა იტყვის: დახმარებას ცალკე სესხით დავაფინანსებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფული არ იქნება“, – დაწერა გერმანიის კანცლერმა და დაამატა, რომ ახლა გულწრფელი დებატებია საჭირო.
შეგახსენებთ, მანამდე გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობაში გარკვეული დავა წარმოიშვა უკრაინისთვის იარაღის დამატებით პაკეტთან დაკავშირებით, რომლის ღირებულება დაახლოებით 3 მილიარდი ევროა.