კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის კატარში შეხვედრა შედგა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გამოცემა „ბლუმბერგმა“ გაავრცელა.
გამოცემა წერდა, რომ შეხვედრაზე საუბრის მთავარ თემა ატომური ობიექტების თავდასხმებისგან დაცვა იყო.