“ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი “დიფ სთეითმა”, იგივე “გლობალურმა ომის პარტიამ” მორიგ სათამაშოდ აქცია” – “ქართული ოცნების” განცხადება

"ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი "დიფ სთეითმა", იგივე "გლობალურმა ომის პარტიამ" მორიგ სათამაშოდ აქცია" - "ქართული ოცნების" განცხადება
  • გან­ცხა­დე­ბა­ში გა­მოთ­ქმუ­ლია „უკი­დუ­რე­სი შეშ­ფო­თე­ბა”, რომ ისე­თი ქვე­ყა­ნა, რო­გო­რიც დიდი ბრი­ტა­ნე­თია, „დიფ სთე­ით­მა“, იგი­ვე გლო­ბა­ლურ­მა ომის პარ­ტი­ამ, „ზუს­ტად ისე­თი­ვე თა­ვის მო­რიგ სა­თა­მა­შოდ აქ­ცია, რო­გორც უკ­რა­ი­ნა, ლი­ე­ტუ­ვა, ეს­ტო­ნე­თი და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი“.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პო­ლიტ­საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია, რომ ის, რაც ინ­გლის­ში ჯერ კი­დევ მე-13 და მე-17 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გა­ი­აზ­რეს, “დიდი ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სრუ­ლად და­ი­ვი­წყა და ფეხ­ქვეშ გა­თე­ლა”.

“რო­გორც ცნო­ბი­ლია, დიდი ბრი­ტა­ნე­თის თემ­თა პა­ლა­ტა­ში თო­თხმეტ­მა დე­პუ­ტატ­მა შე­ი­ტა­ნა ინი­ცი­ა­ტი­ვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სან­ქცი­რე­ბის შე­სა­ხებ. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას წინ უს­წრებ­და დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის სან­ქცი­რე­ბა.

ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, რომ ის­ტო­რი­უ­ლად, დიდი ბრი­ტა­ნე­თი ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და რო­გორც ძლი­ე­რი, სუ­ვე­რე­ნუ­ლი და პროგ­რე­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რომ­ლის წი­აღ­შიც გან­ვი­თარ­და სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის იდეა და ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბი. სწო­რედ ინ­გლის­ში წარ­მო­იშ­ვა საპ­რო­ცე­სო ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლად, სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად ადა­მი­ა­ნის­თვის სან­ქცი­ის შე­ფარ­დე­ბამ­დე, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს მისი სა­თა­ნა­დო მოს­მე­ნა და უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით სან­ქცი­ის გამ­ყა­რე­ბა. გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია, რომ ის, რაც ინ­გლის­ში ჯერ კი­დევ მე-13 და მე-17 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გა­ი­აზ­რეს, დიდი ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში სრუ­ლად და­ი­ვი­წყა და ფეხ­ქვეშ გა­თე­ლა.

ყვე­ლას გვახ­სოვს ხუთი უსა­მარ­თლო და სა­მარ­ცხვი­ნო, ან­ტი­ქარ­თუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია, რომ­ლი­თაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დას­ჯას და კრი­მი­ნა­ლე­ბის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და. ყვე­ლას გვახ­სოვს უსა­მარ­თლო და სა­მარ­ცხვი­ნო უკ­რა­ი­ნუ­ლი სან­ქცი­ე­ბი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც არა­ვი­თა­რი ფაქ­ტით და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით არ იყო გამ­ყა­რე­ბუ­ლი. ყვე­ლას გვახ­სოვს ლი­ე­ტუ­ვი­სა და ეს­ტო­ნე­თის ან­ტი­ქარ­თუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც, ასე­ვე, არა­ვი­თარ ფაქ­ტებს და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს არ ემ­ყა­რე­ბო­და. უკი­დუ­რე­სად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ ისე­თი ქვე­ყა­ნა, რო­გო­რიც დიდი ბრი­ტა­ნე­თია, დღეს „დიფ სთე­ით­მა“, იგი­ვე გლო­ბა­ლურ­მა ომის პარ­ტი­ამ, ზუს­ტად ისე­თი­ვე თა­ვის მო­რიგ სა­თა­მა­შოდ აქ­ცია, რო­გორც უკ­რა­ი­ნა, ლი­ე­ტუ­ვა, ეს­ტო­ნე­თი და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი.

დღეს, ყო­ველ­გვა­რი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე, სან­ქცი­ე­ბით ემუქ­რე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ლი­დერს, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის­გან და­იხ­სნა, ქვე­ყა­ნას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გარ­და­ტე­ხა მო­უ­ტა­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნე­ბის მკვლე­ლო­ბი­სა და წა­მე­ბის, ბიზ­ნე­სის რე­კე­ტის, მე­დი­ის მი­ტა­ცე­ბი­სა და არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის სის­ტე­მუ­რი პრაქ­ტი­კა და­ას­რუ­ლა, ქვე­ყა­ნას 12-წლი­ა­ნი უწყვე­ტი მშვი­დო­ბა შე­უ­ნარ­ჩუ­ნა და ეკო­ნო­მი­კა გა­უ­სამ­მა­გა,

დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ცხა­დად წარ­მო­ჩინ­დე­ბა, რომ „დიფ სთე­ით­მა“ დიდი ბრი­ტა­ნე­თი უკ­რა­ი­ნის, ლი­ე­ტუ­ვის, ეს­ტო­ნე­თი­სა და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის დო­ნემ­დე და­იყ­ვა­ნა, რაც ამ სა­ხელ­მწი­ფოს ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­მორ­ჩე­უ­ლად ტრა­გი­კულ მოვ­ლე­ნად უნდა შე­ფას­დეს.

სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დიდი ბრი­ტა­ნე­თის, რო­გორც სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა­სა და ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თად უფ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს, ავ­ტო­რი­ტე­ტი სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ბარ­დე­ბა წარ­სულს. თუმ­ცა, იმ ფონ­ზე, რომ „დიფ სთე­ით­მა“, ანუ გლო­ბა­ლურ­მა ომის პარ­ტი­ამ, არა­ერ­თი სა­ხელ­მწი­ფო ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის გა­წი­რა, დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ-მო­რა­ლუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბა და დაკ­ნი­ნე­ბა ბევ­რად ნაკ­ლე­ბად ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნაა”, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.