ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი მოსკოვში ჩავიდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ირანის პრეზიდენტს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი სერგეი ცივილევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი იგორ ბოგდაშევი დახვდნენ.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ირანის პრეზიდენტს რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
ორი ქვეყნის ლიდერებმა ხელი უნდა მოაწერონ ყოვლისმომცველ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობების საფუძვლებსა და თანამშრომლობის პრინციპებზე 2001 წელს მოსკოვში ხელმოწერილი მოქმედი დოკუმენტი ჩაანაცვლოს.