კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჯორჯ სოროსის თავისუფლების მედლით დაჯილდოების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
ის ეთანხმება იტალიის პრემიერ მინისტრის, ჯორჯა მელონის შეფასებას, რომ სოროსი დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„სოროსმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა, რომ ცივილიზაციისთვის საძირკველი გამოეთხარა. ეს საშინელებაა. ბაიდენმა კი ის ცოტა ხნის წინ თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა“, – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, ბაიდენმა სოროსი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით 4 იანვარს დააჯილდოვა.