კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს მიმართავს.
„ელჩო დანიგან! ვიდრე აშშ-ის სახელით სადმე მსოფლიოში ძალადობას დაგმობთ, იქნებ გაიხსენოთ, რომ თქვენ წარმოადგენთ ერთადერთ ქვეყანას დედამიწაზე, რომელმაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ატომური იარაღი გამოიყენა! ხიროსიმაში და ნაგასაკიში 250 000 ადამიანი ცოცხლად დაწვით და გაანადგურეთ!“, – წერს გოგა ხაინდრავა X-ზე.