აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის განცხადებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არ იცოდა რას აწერდა ხელს.
ჯონსონმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ბაიდენთან თეთრ სახლში გამართული საუბარი გაიხსენა. სპიკერის თქმით, დიალოგის თემა ამერიკის მიერ ევროპაში თხევადი გაზის ექსპორტის შეჩერება იყო.
„მე მას ვკითხე: „სერ, რატომ შეაჩერეთ თხევადი გაზის ექსპორტი ევროპაში? თქვენ ხომ გესმით, რომ ამით პუტინის სამხედრო მანქანას კვებავთ?“. მან მითხრა: „მე ეს არ გამიკეთებია“. მე კი ვუთხარი: „დიახ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ეს გააკეთეთ, ეს განკარგულება სამი კვირის წინ გამოეცით, რომელიც შეგიძლიათ მდივნისგან გამოითხოვოთ და ერთად წავიკითხოთ“. ამის შემდეგ მან გაიხსენა: „თქვენ ბუნებრივ აირზე ამბობთ?“ მაგრამ განკარგულებაში ხომ საუბარი იყო თხევადი გაზის მოხმარების შედეგებზე. მე ვუპასუხე – სერ, თქვენ შეაჩერეთ თხევადი გაზის მიწოდება, მე ეს ვიცი და ეს დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ეკონომიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას. ამ საუბრისას მივხვდი, რომ ის არ ტყუოდა, მან მართლა არ იცოდა რას მოაწერა ხელი. და შეხვედრიდან შეშფოთებული გამოვედი, რადგანაც მივხვდი, სერიოზული პრობლემები გვქონდა, არ ვიცოდი ვინ მართავდა ქვეყანას“, – თქვა ჯონსონმა.