მძღოლი, რომელმაც 11 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ ჩჟუჰაიში ადამიანებს მანქანა დააჯახა, რასაც 35 ადამიანი ემსხვერპლა, სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
სასამართლომ დაადგინა, რომ ფან ვეიციუს დანაშაულის მოტივი იყო ძალიან მდაბიო, დანაშაულის ხასიათი საძაგელი, დანაშაულის დროს გამოყენებული საშუალება ძალზე სასტიკი და შედეგები ძალზე მძიმე და მას ადამიანთა დაღუპვა და საზოგადოებისთვის ზიანი მოჰყვა.
ინციდენტის შემდეგ ფანიმ მიმალვა სცადა, მაგრამ ის პოლიციამ დააკავა. სასამართლოზე განსასჯელმა განაცხადა, რომ დანაშაული ცოლთან გაშორების შემდეგ დაგროვებული ბრაზის გამო ჩაიდინა.