აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი – სომხეთის კონსტიტუცია და სამართლებრივი დოკუმენტები კვლავ აცხადებს პრეტენზიას აზერბაიჯანულ მიწებზე – ეს უნდა მოგვარდეს

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, – აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - სომხეთის კონსტიტუცია და სამართლებრივი დოკუმენტები კვლავ აცხადებს პრეტენზიას აზერბაიჯანულ მიწებზე - ეს უნდა მოგვარდეს

მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმების ორ მუხლზე საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„სომხეთის კონსტიტუცია და სამართლებრივი დოკუმენტები კვლავ აცხადებს პრეტენზიას აზერბაიჯანულ მიწებზე. ეს უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ მორიგი შეხვედრის ადგილი და თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის.