ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება არც ისე იოლია, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ – მორავიეცკის მაგალითი

პოლონეთის ყოფილი პრემიერმინისტრი მატეუშ მორავიეცკი ცდილობდა, შესულიყო აშშ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დასასწრებ სივრცეში.

თუმცა მას შესაბამისი საბუთები არ ჰქონდა და აშშ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს “ვიკიპედიის” საშუალებით უმტკიცებდა, რომ იგი ნამდვილად პოლონეთის ყოფილი პრემიერმინისტრია.

თუმცა ამ ხერხმა არ იმუშავა, იუწყება რადიო Zet-ი.

ტვიტერში მორავიეცკის ვიდეოკადრები ვრცელდება:

https://x.com/i/status/1881324847449723015