“ჩვენ დავამარცხეთ ფაშიზმი და კომუნიზმი!” – უმნიშვნელოვანესი მესიჯები ტრამპის საინაუგურაციო სიტყვიდან

20 იანვარს დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და მეორედ დაიკავა შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობა. თავის საინაუგურაციო სიტყვაში მან გამოაცხადა “ოქროს ხანის” დასაწყისი შეერთებული შტატებისთვის, პირობა დადო, რომ შეწყვეტს ყველა ომს და პლანეტა მარსზე ამერიკის დროშა აღიმართება.

შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ძირითადი განცხადებები:

ენერგეტიკის სექტორში ენერგორესურსების წარმოების სტიმულირებისთვის საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება;

აშშ დაიწყებს ნავთობისა და გაზის ფართომასშტაბიან წარმოებას ფასების შესამცირებლად;

შეიქმნება საგარეო შემოსავლების სამსახური სხვა ქვეყნებიდან საბაჟო გადასახადების შესაგროვებლად;

„მწვანე გარიგება“ დასრულდება და ელექტრომობილებზე სავალდებულო გადასვლა გაუქმდება;

„აშშ-ის ძალა“ შეაჩერებს ყველა ომს და მსოფლიოს ერთიანობის ახალ სულს მოუტანს;

აშშ პანამის არხზე კონტროლს „დაიბრუნებს“;

„ჩვენ ასტრონავტებს გავაგზავნით მარსზე ჩვენი ვარსკვლავიან-ზოლებიანი დროშის აღსამართად!”;

მექსიკის ყურეს დაერქმევა ამერიკის ყურე, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მთას, დენალის, დაუბრუნდება ანგლო-საქსური სახელწოდება: მაკკინლი;

მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება და იქ ჯარები გაიგზავნება;

უკანონო მიგრანტებს სამშობლოში დააბრუნებენ;

ნარკოკარტელები უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადდება;
„ამ დღის მდგომარეობით, შეერთებული შტატების მთავრობის პოლიტიკაა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი: მამაკაცი და ქალი”. ქალთა სპორტში ტრანსგენდერებს არ დაუშვებენ;

სახელმწიფო ცენზურის შეწყვეტის შესახებ განკარგულება გამოიცემა;

“ჩვენ დავამარცხეთ ფაშიზმიცა და კომუნიზმიც!”.

დონალდ ტრამპის გამოსვლის შემდეგ, მისმა პრესმდივანმა დაამატა, რომ აშშ გამოვა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან.