როგორ აისახება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადა მსოფლიო დღის წესრიგზე – წინასაარჩევნო კამპანიის დროს და არჩევნებში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ გაკეთებული განცხადებები გლობალური ცვლილებების მოლოდინს აჩენს.
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გარდამტეხ მოვლენად მიიჩნევს და თვისობრივ ცვლილებებს ელოდება საქართველოს ხელისუფლებაც. თუმცა ამ ოპტიმიზმს სკეპტიკურად უყურებს ოპოზიცია. მმართველი პარტიის ოპონენტთა ნაწილი ხელისუფლების შეცვლის და ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით რამდენიმე დღეა, ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს. ანალოგიური გზავნილებით აშშ-ის დედაქალაქში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიც.