„რაზეც ბოლო სამი წელი გვეუბნებოდნენ, ეგ თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა“ – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დონალდ ტრამპის ინაუგურაციას გამოეხმაურა:

„რაზეც ბოლო სამი წელი გვეუბნებოდნენ, ეგ თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა. მათ შორის, მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, მხოლოდ ორი სქესი რომ არსებობს, ჩვენს მიერ „მოგონილ” ამ თემებზეც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა“, – დაწერა მდინარაძემ.

დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.