ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი მზად არის 2025 წელს რუსეთთან ურთიერთობა ახალ სიმაღლეზე აიყვანოს.
„მზად ვარ, თქვენთან ერთად, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე ავიყვანო და ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების სტაბილურობისა და სტრესული წინააღმდეგობის შენარჩუნების საფუძველზე დავუპირისპირდე გარე ძალებს“, – განაცხადა სი ძინპინმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით კრემლის ლიდერთან საუბრისას.
თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მოხარულია ჩინელ კოლეგასთან საუბრით. მან სი ძინპინს „ძვირფასი მეგობარი“ უწოდა.