რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, გასული წელი რთული იყო რუსეთსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობებისთვის.
ლავროვის თქმით, მოსკოვი დაინტერესებულია სომხეთთან ურთიერთობის განვითარებით.
„ახალი წლის დასაწყისში მოხარული ვართ მოგესალმოთ მოსკოვში. გასული წელი ორმხრივი ურთიერთობებისთვის მარტივი არ იყო. ჩვენ ყოველთვის ვაფასებდით და ვაფასებთ სომეხ ხალხთან ძმურ კავშირებს. ჩვენს ბუნებრივ სტრატეგიულ პარტნიორთან, მოკავშირეთან და დაინტერესებული ვართ, რომ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები გაძლიერდეს და განვითარდეს“, – აღნიშნა ლავროვმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრაზე.