“მთავარი არხის“ ინფორმაციით, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ, – ცნობილია, რამდენს გადაახდევინებენ მათ ჯარიმის სახით

Возможно, это изображение 1 человек и текст

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 13 იან­ვარს, აბუ-და­ბი­ში, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი ირაკ­ლი ზარ­ქუა, ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე და გელა სამ­ხა­რა­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.

შემ­თხვე­ვა სას­ტუმ­როს სა­სა­დი­ლო­ში მოხ­და. კად­რებ­ში ჩანს, რომ ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს, სა­დი­ლო­ბის დროს, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ საჭ­მე­ლი შე­ა­ყა­რა და ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და, შემ­დეგ კი ჩხუბ­ში ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე ჩა­ერ­თო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა სა­დაც ამ­ბობს, რომ შემ­თხვე­ვა წინა დღეს მომ­ხდარ ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა, რა დრო­საც მან ირაკ­ლი ზარ­ქუ­ა­სა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძეს “რუსი მონა“ უწო­და. ცნო­ბის­თვის, პირ­ვე­ლად მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, მხა­რე­ებ­მა ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.