სომხეთში გაძარცვეს ნიკოლ ფაშინიანის ცოლისძმის სასახლე – ადგილობრივი მედია

სომხეთში გაძარცვეს პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ დეპუტატისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ცოლისძმის, გრაჩია აკოპიანის სასახლე. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „გრაპარაკი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფაშინიანი და მისი ცოლისძმა

არსებული ცნობით, მძარცველების ვინაობა ამ დრომდე დადგენილი არ არის.

„შემთხვევა წლის დასაწყისში მოხდა, თუმცა, იაკონიანი ცდილობს ეს ფაქტი დამალოს. მან ახლობლებს უთხრა, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროება არ სურს ზედმეტი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად არ სურს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც სომხური მედია წერს, მომხდარი აქტიურად განიხილება სომხეთის „სახელმწიფო სათათბიროში”.

როგორც გამოცემას სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებაში ინფორმაცია შევიდა ძორახბიურში ერთ-ერთი სასახლის გაძარცვის შესახებ, რის შემდეგაც, საქმის მასალები საგამოძიებო კომიტეტს გადაეგზავნა.

თუმცა, არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, რომ აღნიშნულ სახლში ნიკოლ ფაშინიანის ცოლისძმა ცხოვრობს.