საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.
22 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8612 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8515 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9782 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9516 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულებაც 0.0802 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 23 იანვარს შევა ძალაში.