ევროკავშირი 2021 წელს ჯანდაცვის მსოფლიო სამიტს გამართავს

ევროკავშირი 2021 წელს იტალიაში ჯანდაცვის პრობლემატიკისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამიტს გამართავს. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიანმა განაცხადა.

“მომავალ წელს მე მოვიწვევ ჯანდაცვის საკითხებზე გლობალურ სამიტს იტალიაში, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე იქნება”, – აღნიშნა მან.

ურსულა ფონ დერ ლაიანის თქმით, სამიტმა ევროპის მოსახლეობას უნდა აჩვენოს, რომ ევროკავშირის მთავრობა მათ იცავს.