ვუჩიჩი: თუ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებას შეძლებს, ჩვენ მას ძეგლი უნდა დავუდგათ

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებას შეძლებს.

ალექსანდრ ვუჩიჩი და დონალდ ტრამპი

ვუჩიჩის თქმით, თუ ტრამპი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარებას მოახერხებს, მას ძეგლი უნდა დაუდგან.

„რუსეთი და უკრაინა პატარა ქვეყნები არ არიან და ორივემ დაკარგა ძალიან ბევრი ადამიანი იმისთვის, რომ გადაწყვეტილება ასე მარტივად მიიღებოდეს. მაგრამ თუ ტრამპი ამას მიაღწევს, ჩვენ ყველამ მას ძეგლი უნდა დავუდგათ… მე მას ვგულშემატკივრობ, იმედი მაქვს, ეს მოხდება. ღმერთი დაეხმაროს მას“, – განაცხადა ვუჩიჩმა.