გერმანიის სამხრეთით მდებარე ქალაქ აშაფენბურგში დანით თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არის 2 წლის ბავშვი. ინფორმაციას უცხოური მედია სახელმწიფო ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იოახიმ ჰერმანმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი განზრახ თავს დაესხა საბავშვო ბაღის ჯგუფს სამზარეულოს დანით.
კიდევ ორი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. თავდასხმა ქალაქის ცენტრალურ პარკში მოხდა. დაკავებულია 28 წლის თავდამსხმელი, რომელიც სავარაუდოდ, ავღანელია.
თავდასხმის მოტივი უცნობია.