ნატო-ს გენერალური მდივანი – უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ

უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივანი - უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ

„უკრაინის მხარდაჭერა ნამდვილად უნდა გავაძლიეროთ და არ შევამციროთ. ფრონტის ხაზი არასწორი მიმართულებით გადაადგილდება“, – განაცხადა მარკ რუტემ.

მისი თქმით, ნატო-ს წევრებს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტის დახარჯვა მოუწევთ.

„ნამდვილად კრიზისულ რეჟიმში ვართ. წარმოების მხრივ, ნამდვილად ცუდ მდგომარეობაში ვართ“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.