კირილ ბუდანოვი – ჩრდილოეთ კორეა რუსეთს წელს მინიმუმ 150 ბალისტიკურ რაკეტას და არტილერიას გადასცემს – არ ველით ბევრი ახალი ჯარისკაცის გაგზავნას, ისინი ბიოლოგიურ რობოტებს ჰგვანან

ჩრდილოეთ კორეა გეგმავს, 2025 წელს რუსებს KN-23 ტიპის მცირე რადიუსის მინიმუმ 150 ბალისტიკური რაკეტა, ასევე საარტილერიო ჭურვები და სისტემები გადასცეს, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„არტილერია გამოიყენება როგორც ჩრდილოეთ კორეის, ასევე რუსეთის ოპერაციების მხარდასაჭერად, ხოლო რაკეტები განკუთვნილია მხოლოდ რუსული სამიზნეებისთვის“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

მისი თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს გადასცა დაახლოებით 120 ერთეული М1989 ტიპის 170 მმ კალიბრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი „კოკსანი“ და 120 ერთეული M-1991 ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა. მოსალოდნელია, რომ ჩრდილოთ კორეა აღნიშნულ ტექნიკას რუსეთს მომავალშიც სულ მცირე ამ რაოდენობით გაუგზავნის.

ამასთან, ბუდანოვის თქმით, რუსებმა, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეული KN-23 ტიპის ბალისტიკური რაკეტები მიიღოს, რომელიც რუსეთის არმიას მანამდეც მიაწოდეს.

„ამ იარაღის უმეტესობა გამოიყენება უკრაინის ჯარების წინააღმდეგ, ან რუსეთში წვრთნების ჩასატარებლად“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეამ 2025 წელს, შესაძლოა, რუსეთის კურსკის ოლქში ქვეითების დამატებითი რაოდენობა გააგზავნოს.

“ჩვენ არ ველით სახმელეთო ჯარების ბევრ ახალ ჯარისკაცს. ისინი ბიოლოგიურ რობოტებს ჰგვანან”, – აღნიშნა ბუდანოვმა.