რუსეთის ფედერაცია ვიზების გაცემას ამარტივებს

რუსეთი ვიზების გაცემას ამარტივებს პირებისთვის, რომელთა ნათესავები რუსეთის მოქალაქეები არიან. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, გრძელვადიანი, ერთწლიანი ვიზების მიღებას შეძლებენ რუსეთის მოქალაქეების მეუღლეები, მშობლები, შვილები, და-ძმა, ბებია-ბაბუები და შვილიშვილები. ვიზის მიღება რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მარტივი წერილობითი განაცხადის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

ამასთან, კანონმდებლობიდან ამოიღებენ ნორმას, რომლის თანახმად უცხო ქვეყნის მოქალაქეს ვიზის მისაღებად რუსეთის ფარგლებს გარეთ სამ თვეში ერთხელ გამგზავრება უწევს.

წყარო: fortuna.ge