“ახალი თეატრის“ წინ, მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას აქციაზე იმყოფებოდა მსახიობი დუტა სხირტლაძეც, რომელმაც განაცხადა:
“ნელ-ნელა ხალხში გამოვიდა თეატრი, თუ პრინციპულები ვიქნებით, არ ვითამაშებთ სპექტაკლებს შენობაში, გამოვალთ გარეთ და დაველაპარაკებით ხალხს. რეგიონებში სიარული იდეალურია, ადამიანებს უხარია შენი დანახვა, ესმის შენი ხმა…”
შეგახსენებთ, “ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა, რომ “ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში. “მივაწვდით ხმას ყველას. ნახავთ რა შეუძლია თეატრს”, – თქვა მან.