ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მან რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს, ბელარუსის იარაღით მომარაგება სთხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ბელარუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის პრეზიდენტს რამდენიმე ახალი ტიპის იარაღი ვთხოვე,“- განაცხადა ლუკაშენკომ, თუმცა, არ დააკონკრეტა, რა ტიპის იარაღზე საუბრობდა.
„ჩვენ შეგვიძლია სიტუაცია არა მხოლოდ ბელარუსში, არამედ მის საზღვრებს გასწვრივაც ვაკონტროლოთ,“- აღნიშნა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა ორშაბათს სოჭში გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ბელარუსს სესხის სახით 1.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს.
“აიპიენი”