სის­ტე­მა და­უც­ვე­ლია – რა საფრთხე ემუქრება ტრანსპორტში გადამხდელების მონაცემებს – კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის განმარტება

  • ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლი­სის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 284-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში არა­მარ­თლზო­მი­ერ შეღ­წე­ვას გუ­ლის­ხმობს.

ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-ს კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ან­დრო გო­ცი­რი­ძე ესა­უბ­რა:

– პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ არ ვი­ცით, ეს კი­ბერ­შე­ტე­ვა გა­რე­დან იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, თუ კონ­ტენ­ტის გავ­რცე­ლე­ბა ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის, ინ­სა­ი­დე­რის მიერ მოხ­და. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ეს არის ჰაქ­ტი­ვიზ­მი, რო­დე­საც იდე­ო­ლო­გი­უ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბი ციფ­რულ მო­ნა­ცე­მებს ცვლი­ან სა­კუ­თა­რი მე­სი­ჯის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე მი­სა­ტა­ნად. ფაქ­ტია, მო­წყო­ბი­ლო­ბა, სის­ტე­მა არ იყო სა­თა­ნა­დოდ და­ცუ­ლი, რად­გან ჰაქ­ტი­ვის­ტე­ბი, რო­გორც წესი, არ ფლო­ბენ გან­სა­კუთ­რე­ბით დესტრუქ­ცი­ულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს.

– ვის შე­ეძ­ლო ამის გა­კე­თე­ბა და რა გზით – ქვეყ­ნის გა­რე­დან, თუ შე­საძ­ლოა აპა­რა­ტე­ბის სის­ტე­მის შიგ­ნი­დან გა­უშ­ვეს ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი?

– რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, ვინ იდგა ამ შე­ტე­ვის უკან, თუკი სა­ერ­თოდ და­ვუშ­ვებთ, რომ ეს ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმა იყო. შე­საძ­ლოა, კონ­ტენ­ტი უბ­რა­ლოდ საპ­რო­ტეს­ტო გან­წყო­ბე­ბის მქო­ნე ოპე­რა­ტორ­მა ჩატ­ვირ­თა. ფაქ­ტია, იმ გან­წყო­ბებს, რო­მე­ლიც სა­გა­დახ­დო აპა­რა­ტე­ბი­დან გაჟ­ღერ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­თაც ადა­მი­ა­ნე­ბის უზარ­მა­ზა­რი მასა უჭერს მხარს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ან­ტი­და­სავ­ლურ პო­ლი­ტი­კას სა­ზო­გა­დო­ე­ბის თით­ქმის ყვე­ლა ფენა აპ­რო­ტეს­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­შიც და მის ფარ­გლებს გა­რე­თაც და სუ­ლაც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ეს შე­ტე­ვა დე­მონ­სტრან­ტებ­თან კავ­ში­რის არმ­ქო­ნე ჯგუფს გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა.

– გა­დამ­ხდე­ლე­ბის მო­ნა­ცე­მებს ხომ არ ემუქ­რე­ბა საფრ­თხე ჰა­კე­რე­ბის­გან? ფაქ­ტია, რომ აპა­რა­ტე­ბი ინა­ხავს გა­დამ­ხდე­ლე­ბის მო­ნა­ცე­მებს, ვი­ნა­ი­დან ბევ­რი მათ­გა­ნი სა­ხელ­ფა­სო ბა­რა­თით იხ­დის მგზავ­რო­ბის სა­ფა­სურს…

– ამ ტი­პის შე­ტე­ვა ზო­გა­დად მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პარ­ვას არ იწ­ვევს, მაგ­რამ რად­გან სის­ტე­მა ამ­დე­ნად და­უც­ვე­ლია, ცხა­დია, არ­სე­ბობს შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ ეს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ინა­ხავს გა­დამ­ხდე­ლის მო­ნა­ცე­მებს, ხოლო მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლი იხ­დის არა სატ­რან­სპორ­ტო ბა­რა­თით, სა­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი თან­ხაა გან­თავ­სე­ბუ­ლი, არა­მედ სა­ხელ­ფა­სო ბა­რა­თით, რომ­ლის მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პარ­ვის შემ­თხვე­ვა­ში გა­დამ­ხდე­ლის მთე­ლი ხელ­ფა­სი დგე­ბა რის­კის ქვეშ. ამის გარ­და, პრობ­ლე­მაა იმ პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ჟონ­ვაც, რო­მე­ლიც გა­ივ­ლის და დრო­ე­ბით ინა­ხე­ბა სის­ტე­მა­ში. ჰაქ­ტი­ვის­ტებს ფი­ნან­სუ­რი მო­ტი­ვი იშ­ვი­ა­თად ამოძ­რა­ვებთ, მაგ­რამ თუკი სის­ტე­მა ამ­დე­ნად და­უც­ვე­ლია, მა­შინ სი­სუს­ტით ფი­ნან­სუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ­მა ჰა­კერ­მაც შე­იძ­ლე­ბა ისარ­გებ­ლოს.

– ამ ფაქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მთე­ლი ქვეყ­ნის ფი­ნან­სუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ ხომ არ დგას?

– მხო­ლოდ ამ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით ასე­თი გან­სა­ზღვრე­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ თა­ვად ფაქ­ტი ყუ­რადსა­ღე­ბია და მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ სა­ხელ­მწი­ფო სა­თა­ნა­დოდ ვერ ფა­რავს მო­ქა­ლა­ქე­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი, თუ ფი­ნან­სუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­ცუ­ლო­ბას.

Ambebi.ge