ალექსანდრ ვუჩიჩი – არ დავაწესებ სანქციებს არც რუსეთის და არც სხვა მეგობრების წინააღმდეგ

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქალაქ იაგოდინაში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ ის არ დააწესებს სანქციებს არც რუსეთის და არც სხვა მეგობრების წინააღმდეგ. ამის შესახებ RTS იტყობინება.

სერბეთის პრეზიდენტი

„მე არ დავაწესებ სანქციებს არც რუსეთის წინააღმდეგ და არც სხვა მეგობრების წინააღმდეგ“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, სერბეთს რუსეთთან და ჩინეთთან „ძმური და მეგობრული ურთიერთობები ექნება” და უახლოეს დღეებში ისაუბრებს კრემლის ლიდერთან.

სერბეთის სიძლიერე ჩვენს ავტონომიასა და დამოუკიდებლობაშია. დავიცვათ ჩვენი ფესვები, მაგრამ ასევე ჩვენი მომავალი”, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 24 იანვარს სერბეთში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების გამო ბელგრადში სკოლები, წიგნის მაღაზიები, თეატრები და ბარები ერთი დღით დაიხურა.