აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ კონგრესი მზად არის, სანქციები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ სურთ აშშ-ში არალეგალურად მყოფი თავიანთი მოქალაქეების უკან მიღება.
„კოლუმბიამ და ყველა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს, რომ კონგრესი სრულად არის მზად, დაუწესოს სანქციები და სხვა ზომები იმათ, ვინც სრულად არ თანამშრომლობს ან არ ასრულებს მოთხოვნებს, მიიღონ უკან თავიანთი მოქალაქეები, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან შეერთებულ შტატებში“, – აღნიშნა პალატის სპიკერმა.