პირდაპირ მითითებაა უკვე, კაცი მართალიც რომ იყოს, გამამტყუნებელი უნდა გამოუტანონ- გიორგი გურგულია

მსახიობი გიორგი გურგულია არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელიც მამაკაცების უფლებებს დაიცავს.

– პირდაპირ მითითებაა უკვე, კაცი მართალიც რომ იყოს გამამტყუნებელი უნდა გამოუტანონ. ამბობენ არასამთავრობოები გვაკვირდებიანო, შეშინებულია პოლიციელები, მოსამართლეებიც, იმიტომ რომ რაღაცა ორგანიზაციას სოროსი აფინანსებს, რომელიც მტრულად განწყობილია კაცების მიმართ.

ყველას უფლებების დაცვა ხდება კაცების გარდა, ეგ ორგანიზაცია – კაცთა უფლებების დაცვა უნდა ჩამოვაყალიბო. მალე გაიგებთ ამ ამბავს” – განუცხადა გურგულიამ “პრაიმტაიმს”

შეგახსენებთ, ეს გადაწყვეტილება მსახიობმა მას შემდეგ მიიღო, როდესაც მის მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ის პატიმრობიდან 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისფლეს და გამოძიება 11 პრი­მა 151-ე მუხ­ლით მიმდინარეობს.

 

“პრაიმტაიმი”