სიარტო: დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილებას უნგრეთი არ შეასრულებს

„უნგრეთი საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ შეასრულებს“, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო

უნგრელი დიპლომატის თქმით, საქართველოს მომავალი საქართველოში უნდა გადაწყდეს.

„უნგრეთი არ შეაჩერებს თავის შეთანხმებას საქართველოსთან სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო მოთხოვნისგან გათავისუფლების შესახებ, რადგან უნგრეთს მიაჩნია, რომ საქართველოს მომავალი საქართველოში უნდა გადაწყდეს და ქართველებმა მიიღეს მკაფიო გადაწყვეტილება, მოსწონს ეს ბრიუსელს, თუ არა“, – აღნიშნა სიარტომ.

ცნობისთვის, ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.