„როდის შემდეგ გახდი ოპოზიციონერი? შენ თუ რამე იცოდე ან განათლებაზე ან ეკონომიკაზე“ – ალექსანდრე რაქვიაშვილი ნიკა მელიას

„როდის შემდეგ გახდი ოპოზიციონერი? რით? რა გააკეთე?“, – ასე მიმართა „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დებატებისას.

სანდრო რაქვიაშვილი ნიკა მელია

„როდის შემდეგ გახდი ოპოზიციონერი? რით? როდის? რა გააკეთე? რამე აზრი ჩამოაყალიბე? რამე გააზრებული თქვი ერთხელ მაინც? რამე პოზიცია მითხარი რაიმე თემაზე. შენ თუ რამე იცოდე რაიმე თემაზე ან სასამართლოზე, ან ეკონომიკაზე ან განათლებაზე და შენ ამბობ რომ ოპოზიციონერი ხარ? ხალხი რომ პარლამენტის კარებს ანგრევს, მათ უკან დგომა არის გმირობა? ეს არის ოპოზიციონერობა?“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილის საპასუხოდ ნიკა მელიამ თქვა, რომ რაქვიაშვილის ამოცანა ოპოზიციური პარტიების კრიტიკაა, რომლებიც „გირჩის“ კონკურენტები არიან.