ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ტრანსგენდერებს შეიარაღებულ ძალებში მსახურება ეკრძალებათ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით ტრანსგენდერებს შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში მსახურება ეკრძალებათ.

აშშ- ტრამპი

ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ამჟამად 15 000 ტრანსგენდერი მსახურობს. მათ სამედიცინო ჩვენებით ჯარში მსახური აეკრძალებათ.

კიდევ ერთი ბრძანებულებით ტრამპმა ჯარში თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპები აკრძალა. ჯარში ტრანსგენდერებისთვის მსახურის აკრძალვა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამასთანავე, ამ იდეის მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ყველა ტრანსგენდერის ჯარიდან ერთდროულად გარიცხვა შეუძლებელია, რადგანაც ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებს და მათი ჩანაცვლება მარტივი არ იქნება.

წყარო: newshub.ge