ორბანის მრჩეველი: უნგრეთი საქართველოს გვერდში უდგას და ეუბნება „არა“-ს ბრიუსელის პოლიტიკურ შანტაჟს!

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მრჩეველი ბალაშ ორბანი სოციალური ქსელში ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილი ვიზიტს გამოეხმაურა.

ვიქტორ ორბანის მრჩეველი

„უნგრეთი საქართველოს გვერდში უდგას და ეუბნება „არა“-ს ბრიუსელის პოლიტიკურ შანტაჟს! საქართველო, როგორც უნგრეთი ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან უმოწყალო ზეწოლას უპირისპირდება.

2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუს მინიჭების მიუხედავად, მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ არჩევნების შედეგების გამო გაიყინა. ეს არის ნათელი გზავნილი, რომ საქართველოს წევრობა ევროკავშირში ბრიუსელის ხაზის გატარებაზეა დამოკიდებული“, – წერს ორბანის მრჩეველი.