„პირდაპირ გეტყვით…“ – ნიკა გვარამიამ ირიბად დაადასტურა, რომ “მთავარი არხი” დაიხურება

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ თუ “მთავარი არხი“ დაიხურება, აუცილებლად გაიხსნება ახალი, თუმცა თვითონ დირექტორი აღარ იქნება. გვარამია არხის დახურვაზე სრულ პასუხისმგებლობას ზაზა ოქუაშვილს აკისრებს:

„ყველაფერი აჩვენებს – როცა ფული არსებობს და შეგიძლია, გადაიხადო შუქის ფული, რომელსაც გითიშავენ, ინტერნეტის ფული, რომელსაც გითიშავენ, ხელფასები, რომელიც უნდა აიღოს კოლექტივმა და არ გახდევინებს ზაზა ოქუაშვილის დანიშნული ვიღაც… პირდაპირ გეტყვით – ჩემი თანამშრომლები ამის გამო ციხეში არ წავლენ და ყოფილი თანამშრომლები.

ასევე, პირდაპირ გეტყვით, რომ “მთავარი არხი” რომც დაიხუროს ამ ფორმით, გაიხსნება ახალი, მე რაც შემიძლია იმას გავიკეთებ, იმიტომ, რომ ეს ჩემი შვილია, რამდენი პარტიაც არ უნდა გაიხსნას, რამდენი ახალი ტელევიზიაც, ეს არის ჩემი შვილი და ისიც მეყოფა ცხოვრებაში, ის ტრავმაც, რომელიც “რუსთავი 2”-ის წართმევით მივიღე, ამას მე არავის გავაკეთებინებ.

ზაზა ოქუაშვილმა თვითონ გააკეთა არჩევანი – შეეძლო, ყოფილიყო მთავარი არხი და მისი დამფუძნებელი, ახლა იქნება არხი და თვითონ იქ არ იქნება.

ნიკა გვარამია დირექტორი არ იქნება, პირიქით, ვფიქრობ, რომ ის წილი რაც “მთავარ არხში” მქონდა, ჰქონდეს კოლექტივს, მე გავაკეთე არჩევანი, წავედი პოლიტიკაში და უკან მობრუნებას არ ვაპირებ”, – განაცხადა გვარამიამ