ფიცო: „თუ არ განახლდება გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით, სლოვაკეთი ევროკავშირში უკრაინის დახმარების ყველა პაკეტის მიღებას დაბლოკავს, საპასუხო ზომების საფრთხე, არის ერთადერთი ენა, რომელიც ზელენსკის ესმის“

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ულტიმატუმს უყენებს – მისი თქმით, „თუ ის არ განახლდება გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით, სლოვაკეთი ევროკავშირში უკრაინის დახმარების ყველა პაკეტის მიღებას დაბლოკავს“.

რობერტ ფიცო

სლოვაკეთის პრემიერი იმასაც ამბობს, რომ საპასუხო ზომების საფრთხე, „არის ერთადერთი ენა, რომელიც ზელენსკის ესმის“.

მისივე განცხადებით, ზელენსკიმ მისგან მოითხოვა გარანტიები, რომ სლოვაკეთი NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა.

„მზად ვიყავი, ზელენსკის დავოსში შევხვედროდი. და რა გააკეთა მან? გამომიგზავნა შეხვედრის ოქმი, რომელზეც ხელის მოწერა მომიწია. ჯერ შეხვედრა არ იყო გამართული, მაგრამ პროტოკოლი მზად ჰქონდა. მასში ნათქვამი იყო, თუ რას გავაკეთებდით უკრაინისთვის, მათ შორის, მოიაზრებოდა NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა. გაზის საკითხი იქ ნახსენები საერთოდ არ ყოფილა“, – ამბობს ფიცო.