მასკის მტკიცებით, ისინი, ვინც ბავშვებში სქესის შეცვლის პროპაგანდას ეწეოდნენ, სამუდამოდ ციხეში უნდა ისხდნენ

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ არასრულწლოვანების დაცვის შესახებ გამოცემულ ბრძანებას და აღნიშნა, რომ ისინი, ვინც ბავშვებში სქესის შეცვლის პროპაგანდას ეწეოდნენ, სამუდამოდ ციხეში უნდა ისხდნენ.

ილონ მასკი

„ბავშვებს არ შეუძლიათ თანხმობის გაცემა. ამიტომაც არსებობენ არასრულწლოვანების დაცვის კანონები. ისინი, ვინც ეს ბოროტება ჩაიდინა, სამუდამოდ ციხეში უნდა ისხდნენ“, – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, ტრამპმა დღეს თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც არასრულწლოვანებში ქიმიურ კასტრაციასა და სქესის შეცვლის მიზნით სხვა სამედიცინო მანიპულაციებს კრძალავს.