ამერიკული დემოკრატია წააგავს სააკაშვილის დემოკრატიას, ორივე სისხლიანია და ორივე ფასადურია

საქართველოში 9 წლიან რეჟიმს ბოკერია სააკაშვილების დიქტატურას ვუწოდებთ და ზემოთ ხსენებულნიც ისე გვარწმუნებდნენ ქვეყანაში დემოკრატიაა, როგორც ამერიკაში ბრაიზა კისინგერები არწმუნებს ამერიკელებს.

 

ერთიც სისხლში ახრჩობდა პროტესტს და მეორეც.
ბოკერია – სააკაშვილისთვის
ძალოვნები ისეთივე სადამსჯელო რაზმები იყო საკუთარი მოქალაქეების წინააღდეგ, როგორც ეს კისინგერ – ბრაიზასთვის დღეს არის.

რეჟიმი ისევე წარბ შეუხრელად ხოცავდა დღისით მზისით ქუჩაში, როგორც ეს კისინგერის ამერიკაში ხდება.

ამერიკული დემოკრატია, ადამიანების ქუჩაში დახოცვა, ავტომობილებით მათი გატანა, სადამსჯელო პოლიციის შექმნა, ქალაქების გადაწვაა, უცხო ქვეყნებში ომების დაწყება და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის არტილერიით დამუშავებაა.

ზუსტად იდენტური ხელწერა სააკაშვილ – ბოკეროების, როგორც სახელმწოფოს შიდა პოლიტიკის ისევე ომს ნაწილში.
ამერიკულ პროექტს სხვაგვარად არც კი შეეძლო, რომ არ დაეხოცა ან არ დაებომბა.

ირაკლი ჯანყარაშვილი

“თვალსაზრისი”