“იმდენი ადამიანი მოდის ვაკანსიის სათხოვნელად, უბრალოდ წარმოუდგენელია” – რა გამოწვევებია შრომის ბაზარზე?

რესტორატორმა, შოთა ბურჯანაძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ საქართველოს შრომითი ბაზრის გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ რამდენიმე წლის წინ მთავარი პრობლემა საკადრო დეფიციტი და სამუშაო ძალის ნაკლებობა იყო, ახლა სერიოზული გამოწვევა ის არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს სამსახურის მოძიებას.

შოთა ბურჯანაძე

ბურჯანაძის აზრით, სამუშაო ადგილების მაძიებლების ზრდა ქვეყანაში არსებული შრომითი ბაზრის მდგომარეობას ეჭვქვეშ აყენებს.

„რა გაგვიხდა იცით სანატრელი? როდესაც ეთერებში ვისხედით და ვსაუბრობდით როგორ უნდა შევავსოთ ეს ადგილები და ასეთ პრობლემებზე ვსაუბრობდით, თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ სფერო. საუბარი იყო, რომ პროფესიული სასწავლებლები შეიქმნას. თუმცა, დღეს იმდენი ადამიანი მოდის ვაკანსიის სათხოვნელად, უბრალოდ წარმოუდგენელია,“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ეს არის სერიოზული ინდიკატორი იმისა, რომ ქვეყანაში შრომის ბაზარი ძალიან რთულ მდგომარეობაშია და დოვლათის შემქმნელი ძალები, რომლებიც სამუშაო ადგილებს ეძებენ, მას შემდეგ, რაც ბაზარზე სამსახურს ვერ იშოვიან, შესაძლოა ქვეყანაც დატოვონ.

„სამწუხარო, ჩემთვის სავალალო ის არის, რომ სულ ასეთ ბრძოლაში რატომ უნდა ვიყოთ, როდესაც ამის საჭიროება არ გვაქვს,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

რესტორატორი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი მთავრობის პერიოდში სექტორი განვითარების ეტაპზე შედიოდა. თუმცა ახლა, ქვეყანა სწრაფი მოხვევის პერიოდშია

bm.ge