თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია 20 ადამიანი – ტრაგიკული შემთხვევის დეტალები

Reuters-ი იტყობინება: თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის ჩინეთის 2 მოქალაქე, ერთი ინდოელი და ორი პილოტია. შემთხვევა სამხრეთ სუდანში მოხდა.

უცხოური მედია თავდაპირველად 18 დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა, მოგვიანებით გაირკვა, რომ გადარჩენილებიდან 2 ადამიანი გარდაიცვალა.

სულ თვითმფრინავში 21 მგზავრი იმყოფებოდა, ერთი ადამიანი გადარჩა. გადარჩენილი, სამხრეთ სუდანელი ინჟინერია, რომელიც ნავთობის საბადოზე მუშაობს.

შემთხვევის გამომწვევი გარემოებების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება გრძელდება.