,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ამავე პარტიის დარჩელის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ხუფენია, რუსეთში დააკავეს.
STV.GE-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ხუფენია რუსეთში ბიზნეს საქმიანობის ჩავიდა, რას უკავშირდება მისი დაკავება ამ დრომდე უცნობია. დაკავება რუსეთში 23 იანვარს მოხდა, ხუფენიამ კი საქართველოს საზღვარი 16 იანვარს დატოვა.
გიორგი ხუფენია ქვეყნის დატოვებამდე ბოლო დროს მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილე იყო. ის ასევე აქტიურად იყო ჩართული ნაციონალური მოძრაობის ყველა ბოლოდროინდელ არჩევნებსა და აქტივობებში.