პიტერ სიარტო: პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, სუვერენიტეტის პატივისცემა მეინსტრიმად იქცა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო წერს, რომ პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, ხოლო სუვერენიტეტის პატივისცემა მეინსტრიმად იქცა.

პიტერ სიარტო

„მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური მეინსტრიმი ჯერ ისევ უარყოფს, დღეს მსოფლიო პოლიტიკაში სრულიად ახალი ვითარებაა. პატრიოტულმა ძალებმა წინ წაიწიეს, პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, სუვერენიტეტის პატივისცემა ახლა მეინსტრიმია. რა თქმა უნდა, ევროპარლამენტში შეიძლება წაუყრუო, თითქოს ამას არ იმჩნევ, მაგრამ ეს მაინც ასეა. სამხრეთ ევროპაში უნგრეთის მოკავშირეები ძლიერდებიან და ეთანხმებიან იმას, რომ ევროკავშირი უნდა იყო არა ზესახელმწიფო, არამედ ერების კავშირი, რომლებიც ამაყობენ საკუთარი ისტორიით, კულტურითა და მემკვიდრეობით“, – წერს უნგრელი დიპლომატი.