აბრაამ ლინკოლნის 155 წლის წინანდელი თმის კულული 81,000 დოლარად გაიყიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს.
აუქციონზე 5-სანტიმეტრიან კულულთან ერთად, ლინკოლნის სისხლით გაჟღენთილი დეპეშაც იყო წარმოდგენილი.
აუქციონის გამარჯვებულმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, უცნაური ნივთები $6,250-ით უფრო ძვირად შეიძინა, ვიდრე აუქციონების სახლი ვარაუდობდა.
აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი, აბრაამ ლინკოლნი 1865 წელს მოკლეს.