კრემლი დონალდ ტრამპის განცხადებაზე – „BRICS-ი არ განიხილავს ახალი საერთო ვალუტის შექმნას“

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დოლართან დაკავშირებულ განცხადებას კრემლში გამოეხმაურნენ.

რუსეთი უკრაინის დასავლეთ რეგიონებში „სახალხო რესპუბლიკების“ შექმნას გეგმავდა

როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, BRICS-ის ქვეყნები საერთო ვალუტის შექმნაზე არ საუბრობენ.

„BRICS-ის წევრები განიხილავენ ახალი საინვესტიციო პლატფორმების შექმნას, მაგრამ საერთო ვალუტის შექმნაზე საუბარი არ არის. ამაზე საუბარი არც ყოფილა“, – აცხადებს პესკოვი.

ამასთან, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტრამპი მსგავს განცხადებებს აკეთებს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა. ეს ახალი არ არის. მსგავსი განცხადებები ადრეც ყოფილა, მაშინაც კი, როცა ის ახალი არჩეული იყო პრეზიდენტის თანამდებობაზე. ამიტომ, ახლა მან არსებითად გაიმეორა თავისი ძველი თეზისი“, – აღნიშნა პესკოვმა.

ინფორმაციისთვის, ტრამპმა „ბრიქსის“ წევრი ქვეყნები გააფრთხილა, რომ აშშ დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის ჩანაცვლების მცდელობის შემთხვევაში, მათ 100%-იანი ტარიფები დაუწესდებათ.

„არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს, რომ „ბრიქსი“ ჩაანაცვლებს აშშ დოლარს საერთაშორისო ვაჭრობაში ან სადმე სხვაგან, და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას შეეცდება, უნდა დაემშვიდობოს ამერიკას და მიესალმოს ტარიფებს!,“ – აღნიშნა ტრამპმა.