ძალადობრივ წარწერებთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოჩნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს.
ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი დაადგინა და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
გავრცელებული ინფორმაციით, მეტრო-სადგურებსა და რამდენიმე ადგილზე გამოჩენილი ძალადობრივი შინაარსის წარწერები აქტივისტ ნიკოლოზ ლაცაბიძესა და გახარიას თანაპარტიელს, დათო ფუთურიძის სახელს უკავშირდება.