დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი: რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის, – ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ჩვენ ამ ომის დასრულებას შევძლებთ, მაშინ ეს მთელ მსოფლიოს, მათ შორის, აშშ-ს, სარგებელს მოუტანს”, – განაცხადა კიტ კელოგმა.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა მომდევნო რამდენიმე თვეშია შესაძლებელი.

„ვფიქრობ, ჩვენ კარგი, საიმედო გეგმა გვაქვს, რათა საუბარი დავიწყოთ და შემდეგ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ”, – აღნიშნა კელოგმა.