USAID კრიმინალური ორგანიზაციაა, – დაწერა X-ზე ილონ მასკმა.
მან ასევე გააზიარა ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველ ვიდეო, რომელშიც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების კადრებიც არის გამოყენებული.
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი გათიშულია.
“როიტერის” ცნობით, სააგენტოსთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვებში მონაწილე ორმა წყარომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვას და მისი სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას.
აღსანიშნავია, რომ ილან მასკმა იქამდე “დემოკრატიის ეროვნული ფონდი” (NED) თაღლითობასა და კორუფციაში დაადანაშაულა.