2020 წლის მეორე კვარტალში დასაქმების დონე წწ -2%-ით შემცირდა, ხოლო კვარტლურად 1%-ით გაიზარდა და ჯამურად 1,684 ათასი ადამიანი შეადგინა.
ამის შესახებ აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მაკროსექტორულ მიმოხილვაში.
დოკუმენტის მიხედვით, დასაქმების კომპოზიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა: დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა (817.5 ათასი ადამიანი) შემცირდა, წწ -5%-ით, კვარტლურად -4%-ით, მეტწილად ქალაქში დასაქმებულთა ხარჯზე ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა (864.6 ათასი ადამიანი) გაიზარდა, წწ 1%-ით, კვარტლურად 6%- ით, მეტწილად სოფლად დასაქმებულთა ხარჯზე.
თიბისი კაპიტალის ექსპერტების მტკიცებით, თებერვალ-მარტის პერიოდთან შედარებით, ხელფასის მიმღებთა პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება გართობის, პროფესიული მომსახურების და HORECA სექტორში შეინიშნება, თუმცა რაოდნეობრივად ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორია შემცირებული.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით ივლისში, თებერვალთან შედარებით, ხელფასი 2%-ით ნაკლებმა დაქირავებით დასაქმებულმა მიიღო, რაც დაბალანაზღაურებად სეგმენტში (<1200 ლარი) კლებით არის განპირობებული, მაშინ როდესაც სხვა საშემოსავლო კატეგორიებში დასაქმებულთა რაოდენობა თებერვალთან შედარებით ზრდის დინამიკა აჩვენებს.
წყარო: report.ge