პროტესტის რადიკალურ ფორმად აფასებს თბილისის გასასვლელთან დემონსტრაციის გამართვას და მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობას მმართველი გუნდი.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მორიგი დესტრუქციული ქმედებებით ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ცდილობს.
“არ მოიტანა შედეგი პროსპექტების გადაკეტვამ თბილისში, ვინაიდან დაშვებულია მშვიდობიანი აქციების ჩატარება ყველგან, თუ ის რაოდენობაა, რომელსაც შეიძლება გზის გადაკეტვა დასჭირდეს. ცდილობენ, რომ ეს დესტაბილიზაცია შეინარჩუნონ და რეგიონში აფეთქება მოახდინონ. ჭავჭავაძე იქნება, რუსთაველის გამზირი იქნება, ამის გადაკეტვა არ იკმარეს და გადავიდნენ ისეთ ქმედებებზე, რომელიც დააზიანებს საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის იმიჯს, პირდაპირ იმოქმედებს ტურიზმზე, ვალუტის კურსზე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.