უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიმიტრო ლიტვინი ეხმაურება უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ კიტ კელოგს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ზელენსკის მრჩევლის თქმით, თუ გეგმა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას და არჩევნებს მოიცავს, ის ჩავარდნილია.
„თუ მისი გეგმა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტასა და არჩევნებს ითვალისწინებს, ეს ჩავარდნილი გეგმაა, რადგან პუტინს მხოლოდ ეს ორი რამ არ შეაშინებს. მოსკოვი აგრძელებს რაკეტებისა და საბრძოლო მასალის წარმოების ზრდას, პოულობს სანქციების გვერდის ავლის ახალ გზებს და ნავთობიდან ფულს შოულობს. რუსეთის სამხედრო ალიანსი ჩრდილოეთ კორეასთან აშკარად არ არის ცეცხლის შეწყვეტის პატივისცემა“, – დაწერა სოციალურ ქსელში კელოგმა.